სავჩენკომ სასამართლოს შუათითი უჩვენა

უკრაინელმა პილოტმა ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვა შუა თითის ჩვენებით დაასრულა. ამ ჟესტით მან სასამართლოს მიმართა და განაცხადა:
„რუსეთში იქნება მაიდანი. მე მინდა ჩემი მაგალითით ვაჩვენო, რომ რუსეთში ტოტალიტარულ რეჟიმს შეიძლება კისერი მოუღრიცო. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა“.
ამ სიტყვების შემდეგ სავჩენკომ სასამართლოს შუათითი უჩვენა. ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც დონბასში უკრაინულ ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობაში იბრძოდა, 2014 წლის ივნისში „ბოევიკებმა“ ტყვედ აიყვანეს. შემდეგ სეპარატისტებმა ის რუსეთში გადაიყვანა. სასამართლო პროცესი სავჩენკოზე 2015 წლის ივლისში დაიწყო. უკრაინელ პილოტს ლუგანსკის ოლქში ორი ჟურნალისტის მკვლელობასა და კიდევ ერთის მკვლელობის მცდელობა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა ბრალდება. პროკურატურა სავჩენკოსთვის 23 -წლიან პატიმრობას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები