ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას დღეს წარადგენს

„ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას დღეს წარადგენს“, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი მარიამ სხილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ამასთანავე, ტვიტერის საკუთარ გვერდზე რადიო „თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. “ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს”, – წერს ჟურნალისტი. აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებით ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უნდა მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები