კახა კალაძე: წინასაარჩევნოდ დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, შევასრულეთ
წინასაარჩევნოდ რაც იყო დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“მე ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ რაც იყო დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რის გამოც მოგვიწია ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება. რაც შეეხება განახევრებას, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე ტარიფების განახევრებაზე. ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის კითხვის საპასუხოდ.