„რესპუბლიკური პარტია“ შეუძლებელია, კოალიციაში დარჩეს“

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და კოალიციიდან აღნიშნული პარტიის გასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მჟავანაძის თქმით, კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია ქვეყნის მოსახლეობის 90% -ზე მეტის აზრს ეწინააღმდეგება.
უფლებადამცველი არ იზიარებს მმართველი გუნდის შემადგენლობაში მყოფი პარტიის აზრს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი ოჯახის შესახებ საკმარისია. მჟავანაძის თქმით, შესაძლებელია ამ ჩანაწერის გაკეთება არჩევნებამდეც მოესწროს.
„რესპუბლიკურ პარტია“ საუბრობს, რომ მათთვის ქორწინებასთან დაკავშირებით, საკმარისია სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ქვეყნის ძირითადი კანონი არის კონსტიტუცია. არის საფრთხე, რომ ვინმემ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, რომ სამოქალაქო კოდექსის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. „რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ სხეულზე გარკვეულ სიმსივნედ გადაიქცა და თუ ქირურგიული ჩარევა არ მოხდება, „ქართულ ოცნებას“ სასიკვდილო განაჩენი დაუფიქსირდება. პარტია, რომელსაც ყველა სტრატეგიული, ეროვნული ცნობიერების კუთხით განსხვავებული პოზიციები გააჩნია შეუძლებელია დარჩეს კოალიციაში. თუკი ნება იქნება, შესაძლებელია ეს საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებამდე მოესწროს“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები