კახა კალაძე: დღეს გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება

2012 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 1 969 მილიონი, დღეს კი გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“2012 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 1 969 მილიონი, დღეს კი გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება.
აქედან კომერციული არის დაახლოებით 1 76 მილიონი, მოსახლეობა მოიხმარს 753 მლნ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები კი – 650 მილიონ კუბურ მეტრს”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები