კახა კალაძე: „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
როგორც კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად.
ხელშეკრულება “გაზპრომთან” გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო იმავე პოზიციაზე რჩება, რაც აქამდე იყო და ქვეყანა აირის 10 პროცენტს ნედლეულის სახით მიიღებს.
“ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო – მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები