სოზარ სუბარი: ხელისუფლება “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა

ხელისუფლება ტელეკომპანია “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“დიდი ყურადღებით ვუყურებდი გუშინდელ, გუშინწინდელ ეთერს, თუ რა ხდებოდა. განცხადებებიც მოვისმინე, მაგრამ მართლა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება აქ არ ერევა და ვერც ჩაერევა, ძალიანაც რომ მოვინდომოთ. საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც კანონი ავალდებულებდა და რასაც გვერდს ვერ აუვლიდა. დანარჩენი საქმე სასამართლოშია და სასამართლოში გადაწყდება”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები