კახა კალაძის გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა – გეყოთ ყაყანი

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გამოსვლას კამათი მოჰყვა. ამ ეტაპზე კახი კალაძეს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ. უმცირესობის წევრების შეკითხვები, ძირითადად, “გაზპრომთან” და “სოკართან” მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხებოდა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციას მისი შეკითხვებით სურდა მოეხდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ “სოკართან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, ნუ წარმოაჩენენ საკითხს იმგვარად, თითქოს ხელისუფლება ცალკეა, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება – ცალკე. მის ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია, რის შემდეგაც ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა, გაჩერებულიყვნენ და არ ეყაყანათ. ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხმაური მოჰყვა. გოგორიშვილმა კი განაცხადა, რომ ყოყმანი ვოლსკის უმრავლესობაში მოეკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები