საქართველოში ორი ახალი ჰესი აშენდება

 “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით, საქართველოში ორი ახალი ჰესი აშენდება. ენერგეტიკის სფეროში წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, გათვალისწინებულია “მტკვარი ჰესისა” და ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე ცხენისწყალზე. პროექტი “მტკვარი ჰესი” სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე განხორციელდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი – 255,2 გეგავატი. სთ.
როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი და შესაბამისი ხელშეკრულებები ფორმდება”, – განმარტავენ ფონდში.
რაც შეეხება პროექტს “ჰესების კასკადი მდიანრე ცხენისწყალზე”, ის ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ლენტეხისა და ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე განხორციელდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“დღეისთვის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ჩაატარა“,- განმარტავენ “თანაინვესტირების ფონდში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები