თურქეთი სირიის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაციას იწყებს

 თურქეთის მხარეს გუშინ ალ ქაიდასთან კავშირში მყოფი ერაყ შამის ისლამური ორგანიზაცია დაემუქრა და ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად თურქეთმა სამი დღის ვადაში უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები თავისივე კუთვნილი ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია თურქულ მხარეს შეიარაღებული თავსახმით და სამხედრო ესკალაციით დაემუქრა,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო პორტალი haberler.com ავრცელებს.
ანკარისა და ლოზანის ხელშეკრულებით თურქეთი სირიის ტერიტორიაზე გარკვეულ მიწას ფლობს , რომელსაც თურქი სამხედროები იცავენ. აღნიშნული ტერიტორია თურქეთის საზღვრიდან 35 კილომეტრშია.
წაყენებულ ულტიმატუმს უკვე გამოეხმაურა თურქეთის პირველი პირი და საგარე საქმეთა სამინისტრო. ოფიციალური თურქეთის განცხადებით, ისინი სირიაში არსებულ მათ ტერიტორიას ისევ დაიცავენ როგორც მათ საკუთარ სამშობლოს. მედიის ინფორმაციით საჭიროებისთვის სამხედრო ესკალაციაში ჩასართავად სრულ მზადყოფნაშია თურქეთის სახელმწიფოს ჯარი. ამ დროისთვის სირიის საზღვართან გარკვეული რაოდენობით თურქი სამხედროების მობილიზება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები