ევროკომისიის ხელმძღვანელი: უკრაინა ევროკავშირის და ნატოს წევრი 20-25 წელი ვერ გახდება

უკრაინის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში უახლოესი 20-25 წლის განმავლოაბაში გამორიცხულია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს სრულიად გამორიცხულია 2041 წლამდე“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკავშირი ცალ-ცალკე განიხილავს. საქართველოს შემთხვევაში ევროპარლამენტი ამ საკითხს მომავალ კვირას განიხილავს, ხოლო უკრაინისთვის ვიზების გაუქმების საკითხს – 2 თვის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები