კახა კალაძე: “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდა. აღნიშნული განცხადება მან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის უშუალოდ ე.წ. შაჰდენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო არესებული პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხირდან დამატება შესაძლებელი გახდა, სამხრეთ-კავკასიური, იგივე “შაჰდენიზის” მილსადენის საშუალებით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ მუშაობას იმისთვის, რომ მოეძებნათ საშუალება კომპანია “სოკარისთვის” გაეზრდათ შემოსატანი გაზის მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა “სოკარი” მზადყოფნას გამოთქვამს, 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი. მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალში”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები