რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ავარიული დაფრენის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მთლიანად შვეულმფრენის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მისი ეკიპაჟი ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტების მონიტორინგს აწარმოებდა. კატასტროფის მიზეზებს შორის შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, უხარისხო საწვავი, პილოტის შეცდომა და ცუდი ამინდი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები