რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენთან კავშირი გაწყდა

რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენ „მი-8“-სთან კავშირი გაწყდა. საჰაერო ხომალდი ქალაქ ივანოვოდან ჩკალოვსკის აეროპორტში მიფრინავდა.
„ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს ვერტფრენის ძებნის სამუშაოები“,- განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საგანგებო სამსახურში.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი ნაპოვნია. მან ავარიული დაფრენა განახორციელა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები