თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

თურქეთის მარდინის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ პორტალი Haberturk იუწყება. აფეთქების შემდეგ „ბოევიკებმა“ პოლიციის შენობას ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობა სერიოზულად დაზიანდა. ოთხი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლებასა და „ქურთთა მუშათა პარტიას“ შორის 2015 წლის ივლისში განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 270 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თურქეთის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში 1000-მდე „ბოევიკი“ განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები