ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვული იარაღი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ სააგენტო „რენხაპი“ იუწყება. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი სამხედრო დოქტრინის გადახედვას გეგმავს, „არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“. ეს განცადება კიმ ჩენ ინმა სარაკეტო წვრთნების დროს გააკეთა. ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იაპონიიის ზღვის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები