მოსკოვის კურსკის რკინიგზის სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო კურსკის რკინიგზის სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „მოსკვა“ იუწყება. სამართალდამცველების ინფორმაციით, სადგურიდან 900 ადამიანია ევაკუირებული. იქ ამჟამად კინოლოგები მუშაობენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბომბის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. სამართალდამცველები ადამიანს ეძებენ, რომელმაც მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები