პრინცესა კრისტინამ სასამართლოში ჩვენება მისცა

ესპანეთის პრინცესა კრისტინა, რომელსაც ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე წარდგა. მან ადვოკატის კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ კრისტინას და მის მეუღლეს, ინიაკი ურდანგარინს, ესპანეთში ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ. ინიაკი ურდანგარინს, რომელიც ხელბურთში ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, აბრალებენ, რომ მისი სპორტული ფონდი Noos Institute, რომელიც დარეგისტრირებული იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, კონტრაქტებში ხელოვნურად გაზრდილ თანხებს იღებდა, ხოლო ზედმეტი თანხები ურდანგარინის ანგარიშებზე ირიცხებოდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 50 წლის პრინცესას რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება. გასულ წელს ესპანეთის მეფე ფილიპმა კრისტინას ჰერცოგინიას ტიტული ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები