დონალდ ტუსკი მიგრანტებს მოუწოდებს, ევროპაში არ ჩავიდნენ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ეკონომიკურ მიგრანტებს მოუწოდა, ევროპაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ ტუსკმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მივმართავ ყველა არალეგალ ეკონომიკურ მიგრანტს: შეიკავეთ თავი ევროპაში ჩასვლისგან! ნუ დაუჯერებთ კონტრაბანდისტებს. არ ჩაიგდოთ თავი საფრთხეში“, – განაცხადა ტუსკმა. ციპრასმა, თავის მხრივ, იმ ქვეყნების პოზიცია გააკრიტიკა, რომლებმაც საკუთარ ტერიტორიაზე ლტოლვილების ჩასვლა შეზღუდეს. საბერძნეთის პრემიერი ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები