ბავშვის მკვლელი ძიძის ბავშვობაზე მისმა სკოლის მასწავლებელმა ისაუბრა

მოსკოვში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ გიულჩეხრა ბობოკულოვას ბავშვობაზე მისმა სკოლის მასწავლებელმა ისაუბრა.
მისი თქმით, ის თანატოლებს შორის არ გამოირჩეოდა, „ნორმალურად სწავლობდა. კარგი ოჯახი ჰყავს, ისევე როგორც მისი სოფლის სხვა გოგოები, ადრე გათხოვდა“, – აცხადებს პედაგოგი სააგენტო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში. მასწავლებელს მიაჩნია, რომ გიულჩეხრა ბობოკულოვა უზბეკეთში „ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა“ და ეს იმ დროს მოხდა, როდესაც გიულჩეხრას გვერდით არავინ იყო.
ცნობისთვის, მოსკოვში 20 თებერვალს 4 წლის გოგო სასტიკად მოკლეს. მისი მკვლელია ძიძა – წარმოშობით უზბეკი გიულჩეხრა ბობოკულოვა. ძიძამ ბავშვი მოკლა, მას თავი მოაჭრა და თავით ხელში მოსკოვის ერთ-ერთი მეტროს სადგურთან ექსტერმისტული მოწოდებებით გამოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები