სანქტ-პეტერბურგში რუსი მომღერლის ცოლის ავტომობილი დაიწვა (ვიდეო)

ჯგუფ „ლენინგრადის“ სოლისტის, სერგეი შნუროვის ცოლის, მატილდას ავტომობილი სანქტ-პეტერბურგში, მარიინსკის თეატრთან მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
პეტერბურგის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, „აუდის“ მარკის ავტომობილში სალონი დაიწვა, ხოლო იქვე მდგომ BMW-ს კაპოტი დაეწვა.
„ჩემს მანქანას ცეცხლი არ მოუკიდეს, ჩემი შემთხვევით დაზიანდა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე კარგად ვარ. დიდი მადლობა, ვინც შემომეხმიანა და შეწუხდა ამ ფაქტის გამო“, – დაწერა მატილდა შნუროვამ ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები