სტამბოლში ორი ტერორისტი ქალი მოკლეს

ორი ტერორისტი ქალი, რომლებიც დღეს დილით სტამბოლში პოლიციელებს თავს დაესხნენ, ლიკვიდირებულია. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ისინი მემარცხენე რადიკალური „რევოლუციურ სახალხო-გამათავისუფლებელი პარტიის“ წევრები იყვნენ.
მანამდე ტერორისტებმა პოლიციის ავტობუსს ხელყუმბარები ესროლეს და შემდეგ ავტომატებით სროლა ატეხეს. თავდასხმის შემდეგ ტერორისტები მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ პოლიცია მათ დაეწია. ექსტრემისტებმა ერთ-ერთ სახლს შეაფარეს თავი. მათთან მოლაპარაკება ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. ორმხრივი სროლის შედეგად ორივე ტერორისტი ქალი მოკლეს. სპეცოპერაციისას პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები