თამაზ მეჭიაური: რომ ვუყურებ, საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, – ამის შესახებ მან ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში “უმცირესობები” მეტი უფლებებით სარგებლობენ ვიდრე “უმრავლესობა”.
“საქართველოში რომ ვუყურებ, ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ უმრავლესობის – ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას და ყველაფერს „ფობიას“ ეძახიან. იზღუდება მართლმადიდებლების უფლებებიც, იმიტომ რომ მთელი რიგი მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ მთავრობას, რასაც არასოდეს არ აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პოზიციებს არ ეთანხმება. ასე, რომ გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები, ჩემი აზრით, ვიდრე უმრავლესობა. ხელოვნურად წარმოქმნილი კონფლიქტებია არარსებულ თემებზე”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები