მთავრობა ახალ პროგრამას – “უმასპინძლე საქართველოში” იწყებს

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი პროგრამის – “უმასპინძლე საქართველოში” პრეზენტაცია დღეს გამართა.
როგორც პრემიერმა განმარტა, პროგრამა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. მისი თქმით, პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, მოსახლეობას ექნებათ საშუალება, ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად.
“დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც, მართლაცდა, ძალიან სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება, ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსდებას”, – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები