ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
როგორც ირანის ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტირებით არაერთი ირანული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია როგორც ირანის, ისე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. აბას თალიბერმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ ემბარგოს მოხსნის და სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანულ კომპანიებს საქართველოში სერიოზული პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სტუმარს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები