გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” სისუსტეები დაასახელა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეების გაშუქება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, ან თუ ხდება, ძალიან მცირე დოზით.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად “ქართული ოცნებაა”.
“მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია C ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც „აბრეშუმის გზის“ 50- მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. ვფიქრობ, ეს სისუსტეები, რაც გააჩნია “ქართულ ოცნებას”, არის მთავარი მოწინააღმდეგე “ქართული ოცნებისათვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები