დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქენან ილდირიმს და აღნიშნული გაერთიანების სხვა წევრებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ბიზნესურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა. აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების შემდეგ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ თბილისში უახლოეს პერიოდში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქართულ-თურქული ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენლებთან.