იან კელი: ერთს ვიტყვი, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ადიგენის რაიონის სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება.
როგორც ელჩმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ის ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას და ეს არც მთავრობას და არც საზოგადოებას არ აწყობს.
„არ ვიცი ამ ინციდენტის შესახებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში, საითკენაც მიისწრაფის საქართველო. მსგავსი ინციდენტები ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას და ეს არც მთავრობას და არც საზოგადოებას არ აწყობს“, – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სასაფლაოები გახდა. აჭარიდან გადმოსახლებულ მუსლიმებს, სასაფლაოს პრობლემა წლებია, აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები