პარლამენტმა სახალხო დამცველის ინიციატივა განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების შესახებ მომზადებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებისა და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოებას გულისხმობს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღემდე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. მათივე ცნობით, კანონპროექტი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით შემოწმდეს ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება სცდება ნორმათა კონტროლის მოდელს და ახორციელებს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს. მსგავსი მოდელი ეფექტიანად მოქმედებს ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები