„როგორი იქნება არჩევნებში ბლოკის შემადგენლობა, ალბათ 2-3 თვეში გახდება ცნობილი“

„როგორი იქნება არჩევნებში ბლოკის შემადგენლობა, რომელი სუბიექტები შევლენ ამ ბლოკში, ალბათ 2-3 თვეში გახდება ცნობილი“, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჟორჟოლიანის განცხადებით, მის პარტიას სურს, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდეს. დეპუტატი კოალიციიდან ბლოკის მიმართულებით დიდ ცვლილებებს არ ელის.
„ჩვენ გვაქვს განწყობა, რომ არჩევნებში მონაწილეობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღოთ, რომელიც ასევე მემარცხენე ცენტრისტული ორიენტაციის პარტიაა. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ დავდეთ თანამშრომლობის მემორანდუმი და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთელი რიგი მიმართულებებით. კოალიცია არის წინა არჩევნების შედეგი, ცხადია, ეს პარტიებიც შეიძლება იყვნენ ამ საარჩევნო ბლოკში, მე მგონია, კოალიციიდან ბლოკის მიმართულებით დიდი ცვლილებები არ მოხდება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები