„ტყიბულელებს საგადასახადო შეღავათები აღუდგებათ“

„ტყიბულელ მაღაროელებთან ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა, საწარმოს ფუნქციონირება გაგრძელდეს“, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, გაფიცულებს 1 მარტიდან ხელფასი ეზრდებათ, მათი შრომის პირობების მონიტორინგს კი სამხრივი კომისია და ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.
„გაფიცულებმა გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. მათ 7% -იანი მატება ექნებათ ხელფასზე 1 მარტიდან, აპრილში კიდევ იგეგმება გარკვეული მატება, სადღაც 10%-მდე. შრომის პირობების მონიტორინგს სამმხრივი კომისია და ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს. ამავდროულად, გაგრძელდება მოლაპარაკებები შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს იყო დადებული. პროფკავშირები და კომპანია ამ საკითხზე საუბარს გააგრძელებენ. ტყიბულელებს აქვთ საგადასახადო შეღავათები, ეს შეღავათები ეხებათ მათ, ვისაც 18 წლამდე ასაკის 3 შვილი, ერთი ან ორი შვილი ჰყავთ. მათ აღუდგებათ ის შეღავათები, რომლებიც 1016 წლის 1 იანვარმდე ჰქონდათ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები