თინა ხიდაშელი: ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა, იქ მივალ

ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა, იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ, იმ დოკუმენტებს მივიტან, – ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია.
“ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ, ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები