იან კელი: მთავრობა დაინტერესებულია პეტრიაშვილის საქმის გამოძიებით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულ იქნას.
ელჩს გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვს.
„კომენტარი არ მაქვს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. შოკში ვიყავით იმის შესახებ, რაც შევიტყვეთ. ალექსის ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ასეთი შემთხვევა ძალიან საინტერესოა და თვითონ მთავრობა ძალიან დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები