იან კელი: ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს
შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობენ ქალები სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საერთაშორისო კონფერენციაზე – “ქალები პოლიციაში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
“3 მარტს ჩვენ აღვნიშნავთ დედის დღეს, 8 მარტს კი – ქალთა დღეს. ეს ღონისძიება საგანგებოდ დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს. შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებენ ქალები სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ, რომ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზება მოახდინონ. ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს”, – განაცხადა ელჩმა.
ელიმ აღნიშნა, რომ ქალთა როლის გაძლიერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
“ქალთა როლის გაძლიერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უკვე აღარავინ დავობს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში ქალები უნდა იყვნენ ჩართულები”, – აღნიშნა იან კელიმ. ცნობისთვის, კონფერენცია “ქალები პოლიციაში” სასტუმრო “რედიოსონში” მიმდინარეობს.