რატომ დაუპირისპირდა “ნაციონალი“ მიშა მაჭავარიანი “გაგირჩებულ“ ყოფილ თანაგუნდელებს?

რატომ დაუპირისპირდა “ნაციონალი“ მიშა მაჭავარიანი “გაგირჩებულ“ ყოფილ თანაგუნდელებს? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დეპუტატ გოგა ხაჩიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ხაჩიძე ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელის მიხეილ მაჭავარიანის მიერ “გირჩისა“ და ხელისუფლების გარიგებაზე გამოთქმულ ვარაუდებს პასუხობს.
“მე ვერ ვხვდები, რატომ გამოელიათ თემები და რატომ არიან დაკავებული ამ საკითხით… ის,რომ პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, “გირჩის“ წარმომადგენლებს შეხვდეს, ლოგიკურია და ბუნებრივიც არის. ჯერ ერთი, ზურა ჯაფარიძესთან “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროს იყო რამდენჯერმე შეხვედრა, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლები, მსჯელობები სხვადასხვა თემაზე“,- აცხადებს გოგა ხაჩიძე.
რაც შეეხება მაჭავარიანის განცხადებას, რომ შესაძლოა, მათ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ისაუბრონ, რადგან „გირჩები“ ამ თემით ძალიან არიან დაინტერესებულნი, ხაჩიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე ქილიკით საუბარი არაეთიკურია.
„რაც შეეხება დაცინვას, ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამბობს, თითქოს მხარს უჭერს დეკრიმინალიზაციას, აქ ნათლად ჩანს ქილიკი და, ზოგადად, ვისურვებდი და მათაც ვუსურვებ,რომ ამ თემაზე ქილიკით საუბარი არაეთიკურია. საქმე ეხება რამდენიმე ათასი ადამიანის ბედს და მათ ინტერესებს. უნდა გვახსოვდეს, რომ დეპუტატი მათი არჩეულიც არის პარლამენტში და დეკრიმინალიზაციაზე ამ კონტექსტში, რომ მეტი სალაპარაკო არ აქვს თურმე „გირჩს“, არ შეიძლება. ერთი მხრივ, გასაგებია, ვის დაკნინებასაც ცდილობს და მეორე მხრივ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ არის კარგი კონტექსტი“, – აცხადებს გოგა ხაჩიძე.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მართალია „გირჩები“ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა საინტერესოა, რაზე უნდა ესაუბრონ „გირჩი“ და პრემიერი ერთმანეთს.
“ჩემი გამოცდილების ადამიანს რაღაც მეექვსე გრძნობა აქვს განვითარებული. ეს „გირჩა“ პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. მაშინაც კი არ მოდიან, მათ მიერ ინიცირებული კანონების განხილვა რომ ხდება. იმ დღეს მოცვივდნენ და თქვეს, პრემიერთან გვინდა შეხვედრაო. კვირიკაშვილიც უცებ გამოვარდა და პასუხი გასცა. ასე ოპერატიულად როგორ გაიგო ნეტავი. ჩემი აზრით, პრემიერს „გირჩებმა“ მესიჯი მისწერეს: გიორგი, როგორც მოვილაპარაკეთ, ისეთი განცხადება გავაკეთეთო. ისიც მზადაა, „ნაციონალების“ ჯინაზე შეხვდეს. შეხვდეს, კაცო, მაგის მეტი სადარდებელი არ მოგვცა ღმერთმა. მე ის ვიცი, რომ ჯინაზე გაკეთებული საქმე არ გამოდის“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები