არჩილ გორდულაძე – გვარამიას განცხადებაზე: არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს არც ტრილიონად და არც ნებისმიერ თანხად

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.

„გრძელდება 2022 წლიდან და კიდევ უფრო ადრე დაწყებული კამპანია, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა იყოს გამოყენებული პროქსი სახელმწიფოდ. არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი – არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები