ამ დროისთვის, აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

16 ივლისს აბიტურიენტები პირველ სესიაზე ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები მათემატიკის (VII-XII) გამოცდას აბარებენ.

“ბიოლოგიის გამოცდაზე გამოცხადდა 84%-ზე მეტი აბიტურიენტი.

მათემატიკის გამოცდაზე გამოცხადდა 86%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

ამ დროის მონაცემებით გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები