რუსეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა. გერმანიის მოქალაქე სნოუბორდით სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ტურისტი მოიყოლა. შემთხვევის დროს გერმანელი ტურისტი ქალიც დაშავდა.
გარდაცვლილი 40 წლის იყო. მისი ცხედარი დასახლება ნიკოლაევსკში გადაასვენეს. 37 წლის ქალი მაშველებმა თოვლიდან სამ წუთში ამოიყვანეს, ის არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები