სომალის დედაქალაქში ტერორისტები სასტუმროს თავს დაესხნენ
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტუმროზე თავდასხმა მოხდა. ტერორისტული შეტევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სასტუმრო Somali Youth League-თან ორი აფეთქება, შემდეგ კი ორმხრივი სროლა მოხდა. პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომანქანაში თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ამის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროში შეჭრა სცადეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სასტუმროსთან ახლოს მდებარე პარკ Somali Youth League-ზე. ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო.