რუსეთში ბენზინზე და დიზელის საწვავზე აქციზი გაძვირდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა 2016 წლის 1 აპრილიდან ბენზინზე და დიზელის საწვავზე აქციზური გადასახადის გაზრდის შესახებ კანონი სამი მოსმენით დაამტკიცეს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, მე-5 კლასის ბენზინზე აქციზი ერთ ტონაში 7,53 ათასი რუბლიდან 10.13 ათას რუბლამდე გაზარდა. დიზელის საწვავზე კი გადასახადი 4, 15 ათასი რუბლიდან 5,293 რუბლამდე გაიზარდა. „ეს იძულებითი ღონისძიებაა. აქციზის გაზრდა ფედერალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზების ერთ-ერთი საშუალებაა“, – განაცხადა სათათბიროს სხდომაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იური ზუბარევმა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აქციზის გაზრდის გამო ბენზინზე ფასი 7 პროცენტით მოიმატებს. ცნობისთვის, საწვავზე აქციზის გადასახადი რუსეთში 2013 წელს ორჯერ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები