ეკა მიშველაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

“თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გახდა ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის სავარაუდო მოტივი.
რაც შეეხება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომრეობას, როგორც მიშველაძემ “კვირას” განუცხადა, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე ინფორმაციით, ბუკა პეტრიაშვილს ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.
“არ ვიცი, რა გახდა მოტივი. რაც შეეხება მის მდგომარეობას, მდგომარეობა სტაბილურია და ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული”, – განაცხადა მიშველაძემ.
დღეს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
“დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები