ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

პოლიტიკური მოძრაობა – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი ახალი ინიციატივით გამოდის. ლეონიდ ჩერნოვეცკი ონლაინკრედიტების აკრძალვასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მკაცრ კონტროლს ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
პარტიის ლიდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივა ჟურნალისტებს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ქვრივიშვილმა გააცნო. ქვრიშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ მომდევნო კვირას ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რომელიც შემდგომ პარლამენტს წარედგინება, რათა მოცემული კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.
„ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივა ეხება ონლაინკრედიტების აკრძალვას და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მკაცრ რეგულაციაში მოქცევას. ეს არის ინიციატივა, რომელიც, ჩვენი მოძრაობის აზრით, აწუხებს საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს, ეს არის სფერო, რომელიც არის კონტროლგარეშე. ადამიანების პატარა ჯგუფი, ჩვენი აზრით, აკეთებს  არალეგარულ და არასინდისიერ ფულს, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების, თითქმის ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის ხარჯზე, იღებენ დიდ შემოსავალს და ამით ყოველდღიურად ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი ინიციატივა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიგეგმება. მომდევნო კვირას ჩვენ უკვე ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მიზანი არის ის, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში ჩვენ 1 მილიონ ხელმოწერას შევაგროვებთ და წარვუდგენთ პარლამენტს, რომ მოხდეს ინიცირება მოცემული კანონპროექტის და აიკრძალოს ონლაინკრედიტები. ეს არ არის მხოლოდ ბოლო წერტილი. გაგრძელება იქნება ლომბარდები და ყველა ის საფინანსო ინსტიტუტი, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 50%-ზე მეტს“, – განმარტა გიორგი ქვრივიშვილმა “პირველ პრესკლუბში”.
აქვე, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის პრემიერ-მინისტრისგან, არცერთ ინიციატივაზე, რომლითაც პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი გამოვიდა, პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები