ობამა რუსეთს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ ქვეყანაში ქაოსის დასრულებისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ეს კი, თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, ბაშარ ასადისა და მისი მთავარი მოკავშირის, რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი.
„მომდევნო რამდენიმე დღე სირიისთვის კრიტიკული იქნება და მას მთელი მსოფლიო ყურადღებით დააკვირდება. ეს იქნება ტესტი იმისა, არის თუ არა ცეცხლის შესაწყვეტად ყველა მხარე მზად“, – განაცხადა ობამამ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.
22 თებერვალს აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთეს. დოკუმენტის მიხედვით, ის ძალაში უნდა შევიდეს 27 თებერვლიდან. ამასთანავე, ბაშარ ასადმა უკვე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტერორისტულ დაჯგუფებებს არ შეეხებათ და მათ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები