აშშ და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

აშშ-ის ხელისუფლებამ, რომლის პოზიციას ჩინეთიც უჭერს მხარს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეაში და იქიდან მიმავალი ყველა ტვირთი ამიერიდან მკაცრად შემოწმდება. რეზოლუცია ფხენიანისთვის ყველა სახის იარაღის, მათ შორის მსუბუქი შეიარაღების გაყიდვას კრძალავს.
„რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის ბანკებსა და ანგარიშებზე ფინანსურ სანქციებს აწესებს და ორმაგი დანიშნულების ბირთვულ და სარაკეტო პროდუქციაზე აკრძალვას ითვალისწინებს“, – განაცხადა პაუერმა. ჩინეთისა და აშშ-ის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებულ სიტუაციაზე მოლაპარაკება ორი დღის წინ გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები