ნინო ანანიაშვილის პირველი კომენტარი – ამაზე არ მიფიქრია

„ამაზე არ მიფიქრია“, – ასე გამოეხმაურა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მოსკოვში საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის ფაქტს.
ნინო ანანიაშვილის თქმით, 25 თებერავლს კონცერტში მონაწილეობა უბრალო დამთხვევაა. მისი განმარტებით, კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ის მისი პედაგოგის იუბილეს ეძღვნებოდა. რუსეთის დედაქალაქში ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა, მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.
“უბრალოდ ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ, საერთოდ ეს ფაქტი არსებობს. მაგრამ, უბრალოდ, ეს დღე იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ”, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.
25 თებერვალი რუსული არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები