საქნახშირი ადასტურებს, რომ ტყიბულში მეშახტეებმა შენობა დაარბიეს

საქნახშირი “ჯი-აი-ჯი” ჯგუფი ტყიბულში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ჯი-აი-ჯი” ჯგუფი ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილმა კომპანიის ეზოში შეღწევა მოახერხა.
განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ამ დროისთვის უკიდურესად დაიძაბა ვითარება ტყიბულში. კომპანია საქნახშირი “ჯი-აი-ჯი” ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა.
საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი მოუწოდებს ყველას დარჩეს კანონის ფარგლებში და მიმართვას სამართალდამცველებს მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება
“ჯი-აი-ჯი” ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები