ჰოფბურგის სასახლეში ქართული კუთხე მოეწყო

საქართველო ეუთო-ს ყოველწლიურ სესიის მასპინძლობისთვის ემზადება.
საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური შეკრება, თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ეუთო-ს წევრი 57 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნია, ავსტრიის დედაქალაქში, სადაც ეუთო-ს ზამთრის სესია მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქართული კუთხე მოაწყო.
საპარლამენტო სესიის მონაწილეებმა ქართული ტრადიციული ტკიბელულობა და ნატურალური წვენები დააგემოვნეს. ქართულ კუთხეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შესახებ მომზადებული საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბროშურები.
საღამოს მიღებაზე ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები