გია ვოლსკი: ეუთოს საიუბილეო, 25-ე სესია საქართველოში 25 წლის განმავლობაში პირველად გაიმართება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ზამთრის საპარლამენტო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, ილლვას კანერვას და გენერალურ მდივან, რობერტო მონტელას შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა 1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს ყოველწლიური სესიის თემატური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას ქართულმა დელეგაციამ თბილისში გასამართი ღონისძიების როგორც საორგანიზაციო, ასევე თემატური, შინაარსობრივი თემები განვიხილეთ. ზაფხულის ყოველწლირი სესიის მთავარ თემებზე და გზავნილებზე მუშაობა ჯერ ისევ მიმდინარეობს, რაც ანალიზს და დამატებით შესწავლას საჭიროებს. ვფიქრობ, საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, ეუთო-ს ექსპერტებისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ თბილისში გასამართი ღონისძიება იყოს გამორჩეული როგორც ორგანიზაციოული ასევე შინაარსობლივი თვალსაზრისით”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დელეგაციის ხელმძღვანეილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით ის, რომ ეუთო, საიუბილეო, 25-ე სესიას თბილისში გამართავს სიმბოლურია, რადგან საქართველო წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე წელს ზეიმობს და მიუხედავად მრავალი აღსანიშნავი ღონისძიებისა ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის მოვლენა ამ 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველად გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აღნიშნულ შეხვედრებს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები