ჰერალდიკის საბჭოში მარო მაყაშვილის მედალი შეიქმნა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში მარო მაყაშვილის უკვდავსაყოფად და ქვეყნის სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებისათვის ღირსებისა და პატივის საზომად მედალი შეიქმნა. 19 თებერვალს დაცემული გმირი ქალის სახელობის მედლის ავერსზე გამოსახულია გაზაფხულის პირველი ყვავილი ია, – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოდ.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები