დავით უსუფაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება დავით უსუფაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, გოგი ახალკაცმა განაცხადა.
როგორც ახალკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უშიშროების საბჭო 27 თებერვალს შეიკრიბება და სამხედრო ძალების სტრუქტურას განიხილავს.
“პრეზიდენტის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება 27 თებერვალს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. სხდომაზე ასევე მოწვეულნი არიან უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, დანამდვილებით ვიცით, რომ სხდომას ვერ დაესწრება დავით უსუფაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება”, – აღნიშნა გოგი ახალკაცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები